წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნაირა ამანათაშვილმა, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკების ყველაზე აქტიური მკითხველები დააჯილდოვა.

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო ღონისძიება, რომელსაც მერი ლევან ლიპარტია, მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გამოვლინდნენ ყველაზე პატარა და ყველაზე ასაკოვანი ბიბლიოთეკის ერთგული მეგობრები. სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას გაუზიარეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეხუთედ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები