ბათუმში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში აღინიშნა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბათუმში, “წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონშიც“ აღინიშნა.
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში ღონისძიებას მაღაზია”წიგნები ბათუმში“ უკვე ტრადიციულად წლებია ატარებს.
აღსაზრდელებმა სხვადასხვა მწერლის რვა ჟანრის ნაწარმოებიდან, ამონარიდი მოისმინეს და კითხვის პროცესში თავადაც ჩაერთვნენ.
გიმნაზია-პანსიონში ამჟამად 110 მოზარდი სწავლობს. მაღაზიამ ,,წიგნები ბათუმში“ ღონისძიება ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც გამართა.
ცნობისთვის, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე ბათუმში სხვადასხვა დაწესებულებაში გაიმართა. საქართველო უკვე მე-5 წელია ამ დღეს უერთდება. პროცესში 20-მდე რეგიონია ჩართული. წლევანდელი ღონისძიება მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.