ოზურგეთის სალოტბარო სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს
ოზურგეთის სალოტბარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლის პედაგოგებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საგაკვეთილო პროცესის ნაწილი წიგნის კითხვას დაუთმეს და კლასიკური ლიტერატურის შედევრებიდან ამონარიდები წაუკითხეს. წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებები კი ერთმანეთს გაუზიარეს. აღმოჩნდა, რომ პატარა მოსწავლეები საკმაოდ აქტიური მკითხველები არიან და საკუთარი შეხედულებების შესახებ თამამად ისაუბრეს.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, წელს ღონისძიება საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნა.