პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ უმასპინძლებს
უხვი ნალექის გამო, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.
აღნიშნულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
“უხვი ნალექის გამო, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. უხვი ნალექის და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი. წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის საშუალებით“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.