თელავში “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზია გაქურდეს 

თელავში “ელიტ ელექტრონიქსის ” ფილიალი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული მობილური ტელეფონები.

ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის ტექნიკაზეა საუბარი. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები