არჩილ თალაკვაძე ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც დედისა და 4 მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოეხმაურა.
„მე მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით ბაღდათში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ქალი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.