ცხინვალში რუსი ე.წ. მრჩეველი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯანდაცვის საკითხთა ე.წ. მრჩეველი, იგორ გალი და მისი მეუღლე, ირინა, ცხინვალში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ე.წ.გენპროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, განაცხადა, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

„ცხედრების წინასწარი დათვალიერებამ აჩვენა, რომ მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. სახლში არსებული წესრიგი დარღვეული არ არის“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ცხედრებს ვლადიკავკაზში სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაში გადაასვენებენ.

იგორ გალი რუსეთში ცნობილი მედიკოსი, პროფესორი იყო, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან ე.წ. რესპუბლიკის ჯანდაცვის სექტორის რეფორმირებაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები