ცვლილებები საგადასახადო კოდექსში – მთავრობა დღგ-ს რეფორმას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების განხილვას იწყებს.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, მთავრობის ინიციატივით საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები იგეგმება და ამ საკითხის განხილვას პარლამენტი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

“საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები იქნება. ეს ეხება პირველ რიგში დღგ-ის მიმართულებას. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ. მარტში შემოვა კანონპროექტი, საკმაოდ კომპლექსური პაკეტი, როგორც გადახდის გამარტივების თვალსაზრისით, ასევე – საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათება იქნება დღგ-ეს მიმართულებით”, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები