ხონში სოლომონ მეორის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას”განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.