სერგი კაპანაძე: ის რომ “ნაცმოძრაობამ” ლობისტი აიყვანა არაფერია გასაკვირი
ის რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლობისტი აიყვანა არაფერია გასაკვირი, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, სადაც “ნაციონალურ მოძრაობასა” და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის შესახებ იყო საუბარი.
კაპანაძის თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანა, ყურადღების სხვა თემებზე გადატანაა.
“ცოტა გასაკვირი იყო რას გულისხმობდა მამუკა მდინარაძე ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლობისტი აიყვანა არაფერია გასაკვირია და ის, რომ საკონტაქტო პიროვნებად დაასახელეს ყოფილი ელჩი აშშ-ში ასევე არ მესმის რატომ არის პრობლემატური და რატომ იმსახურებდა ეს თემა ამხელა ბრიფინგს. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ამოცანა არის, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მდინარაძის თქმით, კონტრაქტი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა წარდგენილი, კიდევ ერთი სისტემური მანიპულაციაა.