კალიფორნიაში დაუდგენელმა პირმა სამგზავრო ავტობუსში ცეცხლი გახსნა

კალიფორნიაში, დაუდგენელმა პირმა, ავტობუსში ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მგზავრებისგან პირველი შეტყობინება, ადგილობრივი დროით, 01:30 საათზე მიიღეს.

ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა.

ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსროლელი დაკავებულია, მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები