ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე საზეიმოდ აღნიშნეს
დღეს ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა” აღინიშნა.
საზეიმო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა,
წირვის დასრულების შემდეგ წმ.მაქსიმეს სახელობის ტაძრამდე ლიტანიობა მოეწყო, სადაც წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.
სადღესასწაულო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, ცაგერის სამხატვრო გალერეაში მხატვარ-რესტავრატორის რამაზ კორშიას პერსონალური გამოფენა გაიმართა.