გიორგი ვოლსკი: არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია

არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ.

“ეს არ არის პარლამენტის პიკეტირება, ეს იმ საკითხების პიკეტირებაა, რომელიც ეხება მთელ რიგ მიმართულებებს და რომელიც არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე. ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ. ეს ტყუილია, არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები