ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ელჩთან რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები