ნინო წილოსანი: ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ
ეს ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს.
„ეს ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ. დამამშვიდებელი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე, პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მოგვცემენ, თუმცა მათ ვეტყვი, რომ ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება”, – განაცხადა წილოსანმა.
ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ხვალ გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.