სოფო კილაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმს და ძალადობას განიხილავს
სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმს და ძალადობას განიხილავს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ოპოზიციის გეგმას, რომლის მიხედვითაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების პიკეტირებისთვის ემზადებიან.
კილაძის თქმით, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად განიხილავს შტურმს და ძალადობას. ეს ძალიან ცუდია და ეს ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც როგორც ვხედავთ, ოპოზიციის ეს წარმომადგენლები არად დაგიდევენ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება კანონის ფარგლებში,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.