აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა და “პირველი არხის” გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობრებმა მთავრობის კანცელარიასთან მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ რეგულაციების დაწესებაა.
ადგილზე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია უმნიშვნელოვანესია.
“დღევანდელი აქცია უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორც ყველა ხმა, რომელიც განეწყობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები აზარტული თამაშებისგან დავიცვათ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.