ოზურგეთში მცხოვრებ ტატიანა სალუქვაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ტატიანა სალუქვაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა.
უხუცეს ქალბატონს იუბილე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა მიულოცეს.
ტატიანა სალუქვაძე 1920 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში დაიბადა. მას შვილიშვილი, 3 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ტატიანა, წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდა. კერავდა საბნებს, ავლებდა ჩურჩხელებს და შემდეგ ყიდდა. ამზადებდა დამწვრობის საწინააღმდეგო უებარ წამალსაც და ცდილობდა ოჯახში მყოფი ახალგაზრდებისთვის თავისი ცოდნა გადაეხა.