თალაკვაძე გვარამიაზე თავდასხმაზე: ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია გამოირჩევა უბინძურესი თავდასხმებით თანამოქალაქეებზე, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებზე, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია გამოირჩევა უბინძურესი თავდასხმებით თანამოქალაქეებზე: პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და თქვენდა გასაკვირად, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება ბატონ გია ვოლსკის, ამ საკითხის მასზე გადატანა არის მორიგი ბინძური ბრალდება, რომელიც შედის ნიკა გვარამიას ინტერესებში, რომ ეს საკითხი “ქართული ოცნების” რომელიმე პოლიტიკოსს დაუკავშიროს. ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება და რომელიმე ადამიანი ჩვენი გარემოცვიდან, ჩვენთან შეთანხმებით ასეთ ქმედებაზე წავიდეს. ეს ალბათ, იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ნიკა გვარამიას გუნდში არიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.