შსს: კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შს სამინისტროს ცნობით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.