პაატა იმნაძე: კორონა ვირუსი განუკურნებელი არ არის

“ოფიციალური მონაცემებით, კორონა ვირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონა ვირუსთან დაკავშირებით სტიგმა და დისკრიმინაცია მისაღები არ არის.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. საპანიკო და თავზე ნაცარ დასაყრელი არაფერი გვჭირს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები