კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 213-მდეა გაზრდილი
ჩინეთში გავრცელებულ ახალი ტიპის მომაკვდინებელ კორონავირუსს, სულ მცირე, 213 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 10 ათასი ადამიანი დაავადებულია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსი 18 ქვეყანაში 98 ადამიანს გამოუვლინდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ „გლობალური საფრთხე“ გამოაცხადა.