ჩინეთი პირბადეების დეფიციტის ფონზე იმპორტს გაზრდის

ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ბოლო დღეებია, დამცავი ტანსაცმლისა და პირბადეების იმპორტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქონლის დეფიციტი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

სამინისტრო აქტიურად სწავლობს ჩინეთის სხვდასხვა პროვინციების, სხვა ქვეყნების და რეგიონების სამედიცინო დანადგარებისა და ტვირთის ბაზარს.

ამჟამად ცნობილია, რომ კომპეტენტურმა უწყებებმა საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებული სამედიცინო ტვირთის შეტანის ნებართვა გასცა იმ პირობით, რომ კომპანია-იმპორტიორი პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

პირბადეების და დამცავი ტანსაცმლის უკმარისობა ქვეყნის ბევრ რეგიონში შეინიშნება, ის ასევე უხანშია, სადაც ექიმებმა დახმარებისთვის მოსახლეობას მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები