20 კილოგრამამდე მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულს ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა (ვიდეო)

20 კილოგრამამდე მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულ ავთო მეტრეველს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ოთხი წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი შეეფარდა.

“პლანზე იყვნენ მოსული და ნახეს, მაძლევდნენ ექვს წელს ,მაგრამ გაუქმდა პატიმრობა და ახლა ოთხწლიანი პირობითი მომცეს და ოთხიათას ლარიანი ჯარიმა. მქონდა დათესილი, რადგან ვარ მომხმარებელი”,-განაცხადა ავთო მეტრეველმა.

“მოგეხსენებათ, რომ მას ბრალი ედებოდა სამი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, მათ შორის 265 მუხლის, მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტი, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს , რომელზეც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6 და 12 წლამდე, ამ შემთხვევაში ბრალდებულთან არსებითი განხილვის სხდომაზე გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რაზეც უარი განაცხადა. საქმის საბოლოო გადაწყვეტილებამდე სახელმწიფო ბრალდებამ, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ექვსი წლით პატიმრობა და გაწეულ იქნა შეღავათი”,-განაცხადა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია გელბახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები