მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2020 წელს განსახორციელებლი პროექტები შეირჩა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. განსახორციელებელ პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, საერთო კრებებზე შეირჩა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, სიონში, აჩხოტსა და სნოში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო.
შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და სასურველ პროექტებს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში საერთო კრებები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.