“როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს”
როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ამერიკელი ორი სენატორის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი შეაფასა.
“ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და „დაპადიეზდებაზე“, არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც „ფრონტერა“ არის?! როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან.
სენატორები საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.