ნინო ნიჟარაძე: ბათუმში მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ბათუმში მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია.

”კორონავირუსი და ყველა ვირუსული ტიპის დაავადება ბათუმში მყოფ ორ ჩინელ ტურისტზე ლაბორატორიულად გამოირიცხა, მოლოდინიც ეს იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ კვლევები ჩატარებულიყო და დაკვირვება გვეწარმოებინა”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, ორი ჩინელი მოგზაური ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. მათ ტემპერატურა აღენიშნებოდათ. მიმდინარეობდა დაკვირვება და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდათ. ჩინელები ქალაქ ვუნხანთან ახლო მდებარე ქალაქში ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები