ჟენევაში ფემინისტური საგზაო ნიშნები გამოჩნდა – მათზე ქალებია დატანილი (ფოტო,ვიდეო)

ჟენევაში 250 საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს, რომლებზეც ქალები არიან გამოსახულნი.

საგზაო ნიშნები მთელ ქალაქშია განთავსებული და მათზე ასახულია ფეხმძიმე ქალი, ხელჩაჭიდებული ორი ქალი, მოხუცი ქალი და ასევე ქალი აფრო-ვარცხნილობით.

აღნიშნული ინიციატივით, გასულ კვირას, ქალაქის მერი სანდრინ სალერნო გამოვიდა.

მისი თქმით, საჭიროა ისეთი საგზაო ნიშნების დამონტაჟება, რომლებიც გენდერულ დისკრიმინაციას და სტერეოტიპებს დაუსვამს წერტილს.

ჟენევის მერიამ საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე 50 ათასზე მეტი ევრო დახარჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები