ლევან გოგიჩაიშვილი: დამოუკიდებელი დეპუტატები “ნაცმოძრაობასთან” ყველანაირ კონტაქტს გამოვრიცხავთ
დამოუკიდებელი დეპუტატები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ყველანაირ კონტაქტს გამოვრიცხავთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატების ხელმოწერები და თანხმობა უნდა არსებობდეს.
“ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატები ყველანაირ კონტაქტს გამოვრიცხავთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამ ფაშისტურ ორგანიზაციასთან არასდროს, არცერთ ფორმატში არანაირ დიალოგს მე არ ვაპირებ. ის, რომ ვართ დეპუტატები, ეს არის უბრალოდ მოცემულობა, რომლის მიღმაც მე პირადად მათთან არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.