გიორგი გახარია: ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად პროგრესი და რეფორმების შედეგები დაინახონ
ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და შედეგები ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმების და რაც მთავარია, ამ რეფორმების პროცესში ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ჩვენს გვერდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.