“იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ”

იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და გარკვეული სანქციებიც მივიღეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის დელეგაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდით ავლით მიიღებს.

ვოლსკის თქმით, საკითხი მხოლოდ მისი და სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის.

“როდესაც საერთაშორისო ვალდებულება გაქვს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის დედაქალაქი ხდება შენი დედაქალაქი ამ დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით მეტი კომპეტენციაა საჭირო, შესაბამისობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ინტერესი, ფორუმი და შიდა კანონი. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და გარკვეული სანქციებიც მივიღეთ – ასე, რომ ეს ადვილი თემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი საკითხი,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები