ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც ოკუპაციასთანაა დაკავშირებული
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული გააჟღერა.
“თემები როგორ გადანაწილდება მოხსენების შიგნით, ეს არის მომხსენებლის საქმე და რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში პრიორიტეტებს არ გამოხატავს. მთავარი არის ის, რომ ოკუპაციაზე ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. ეს არის მთავარი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.