მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვლის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა
პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა.
მაჩალიკაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება არც ყოფილა.
“გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და დასასრული. ამ ყველაფერს იურისტები გასცემენ პასუხს”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”