ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნა (ფოტო)

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერი გახსნა.
„ეს სკვერი იქნება სიმბოლო ქართულ-პოლონური მეგობრობის სიმტკიცისა, რომელიც უკვე ათეულობით წელს ითვლის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მტკიცე იქნება იმ გზაზე, რასაც ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა ჰქვია. პოლონეთი ყოველთვის იდგა და იქნება საქართველოს გვერდით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, პოლონეთის დეგეგაცია ქუთაისში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ისინი ასვე გეგმავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის მონახულებას და წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები