შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ვახტანგ გომელაურმა ენრიკო ვალვოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები