რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს
ვლადივოსტოკში იაპონიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ საიდუმლო მასალების მიღებას ცდილობდა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ იაპონიის მოქალაქე 2019 წლის 25 დეკემბერს, საიდუმლო მასალის მიღების დროს მიქნა დაკავებული.
რუსულმა მხარემ მას ოფიციალური გაფრთხილება და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური ვიზით იმყოფებოდა და ქვეყნის ტერიტორია მეორე დღესვე დატოვა.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში, იაპონიის საელჩოს მრჩეველი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.