ხულოში ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ, მერის მოადგილე მთიული შაინიძემ და რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ ჭადრაკში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ხულოს მუნიციპალური პირველობის მოსაპოვებლად ჩემპიონატი ჭადრაკში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრი 8, 12 და 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ, ასევე პირველ ადგილზე გასული მონაწილეები “აჭარის პირველობაზე ჭადრაკის ჩემპიონატში“ მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები