ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ისრაელის ელჩი მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებლობას მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები