ხულოში, ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა დასრულდა
გუშინ, გვიან ღამით დასრულდა ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. ასევე, გუშინვე ნაწილობრივ გაიწმინდა შიდა სასოფლო გზებიც.
დღეს, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოში გზების დეპარტამენტის 16 და ხულოს მერიის 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ასევე, დღესვე გზების დეპარტამენტი გეგმავს რამდენიმე ერთეული ტექნიკის დაქირავებას რათა დროულდა და სრულად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ყველა სოფელსა და უბანში.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებზე მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს გარდა, სოფელი ბეღლეთისა. სადაც, ამ დროისთვის მუშაობენ კომპანიის წარმომადგენლები და მათივე ინფორმაციით დღის პირველ ნახევარში აღმოიფხვრება დაზიანება.
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72.