კობი ბრაიანტი შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა
41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, 13 წლის ქალიშვილთან ერთად კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.
კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.
ბრაიანტი ცნობილია ასევე მრავალმილიონიანი სარეკლამო ხელშეკრულებებით, კერძოდ, ის თანამშრომლობდა Adidas-თან და Nike-თან.
2018 წელს ბრაიანტმა ფილმისთვის „ძვირფასი კალათბურთი“ („Dear Basketball“) მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.