ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ19-კმ41 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.