ხულოში კლასიკურ ჭიდაობაში შეჯიბრი სლოგანით – “დაფიქრდი, სანამ იმოქმედებ” ჩატარდა
ხულოში კლასიკურ ჭიდაობაში შეჯიბრი სლოგანით – “დაფიქრდი, სანამ იმოქმედებ” ჩატარდა. ტურნირი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალბედა და აჭარის, საქართველოსა და ევროპის პრიზიორი ახალგაზრდა სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
შეჯიბრების ყველა მონაწილეს სასაჩუქრე პაკეტები და დიპლომები გადაეცა.