ივანე მაჭავარიანი: მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 1 მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ.
„მინდა, გამცნოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – ამ განაცხადებით ფინანსთა მინისტრმა მებაჟეებს დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმიდან მიმართა.
მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღეც მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა.