საკუთარ პროდუქციას, ევროკავშირში 800-ზე მეტი ქართული კომპანია ყიდის

საქსტატის მონაცემებით 2019 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 13 %-ით გაიზარდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ევროკავშირში პროდუქცია ექსპორტზე 800-ზე მეტ ქართულ კომპანიას გააქვს.

ნადარეიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ,რომ 2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები