ბათუმში 64-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო
ბათუმში 64-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ისინი ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადაში იმსახურებენ.
მათ ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში, 8 ახალწვეულს 10 კვირიანი სწავლების წარმატებით გავლისთვის სიგელები გადაეცათ.
საბრძოლო მომზადების კურსი საცეცხლე, ფიზიკური, საყარაულო მომზადებას მოიცავდა.