ლევან ხაბეიშვილი: გამოვესარჩლე დამლაგებელს, რომელსაც 8 ლარს აძლევენ

საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განმარტებები გააკეთა.

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ დამლაგებელს გამოესარჩლა, რომელსაც 8 ლარს აძლევენ.

„თურმე როგორ გამოვესარჩლე დამლაგებელს, რომელსაც 8 ლარს აძლევენ და თვითონ, რომ ვერ გაძღნენ ამის გამო მოხდა ჩხუბი. თავიდანვე დაგეგმილი იყო ეს, მაქსიმალურად ვცდილობდი არ შევსულიყავი ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ რა დავალებაც ჰქონდათ, აწუხებს დედაქალაქის მერს ხაბეიშვილი და უთხრა , რომ 20-30 ხართ და ჩაქოლეთ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები