მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტს ხელისუფლება აფერხებს და რომ არა ეს მიზეზი, ხვალაც შეიძლება პროექტის გაცოცხლება

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტს ხელისუფლება აფერხებს და რომ არა ეს მიზეზი, ხვალაც შეიძლება პროექტის გაცოცხლება. ამის შესახებ ხაზარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის ხელის შეშლის მიზეზი რუსეთის ინტერესებია.

„იცით, რომ ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ხელისუფლებამ გააჩერა, იმ მიზეზის გამო, რომ ეს ხელს უშლის ჩრდილოელ მეზობელს. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავუშვათ და როგორც კი ეს მოხდება, მეორე დღესვე დაიწყება ამ პროექტის განვითარება. ხვალაც შეიძლება პროექტის გაცოცხლება, რადგან ყველაფერი მზადაა.

ისეთი დონის ხელისშეშლა მიდის, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ ნუ აჩერებ ამ ისტორიულ პროექტს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები