ცაგერში სასტუმრო “ახალი ოდა” იწვის

ცაგერის ცენტრში სატუმრო”ახალ ოდას” ხანძარი გაუჩნდა. შენობაში, სადაც სასტუმროა განთავსებული, ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
როგორც ადგილობრივმა მაშველებმა “რეგიონილ კვირას” უთხრეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების აალებამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები