თელავის მოსახლეობა წყლის მიწოდების გაუმჯობესებას ითხოვს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ წყლის მიწოდების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე  წარიმართა.  ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო,რომ წყლის მიწოდება შესაბამისი გრაფიკით არ ხდება და წყალი მათ ფაქტობრივად არ აქვთ.

“საქართველოში 2 თვეა ჩამოვედი,2 მოხუცს ვუვლი,მერვე სართულზე ვცხოვრობ და წყლების ზიდვა აღარ შემიძლია,ვითხოვ წყლის გრაფიკი გააუმჯობესონ”,- განაცხადა ლიანა კაპანაძემ.

ადგილობრივების თქმით,წყალი სამ დღეში ერთხელ ნახევარი საათით მიეწოდებათ , რაც საკმარისი არაა და მათ წყლით უზრუნველყოფა საკუთარი ძალებით უწევთ.

” წყალი 3 დღეში ერთხელ, 1 საათითაც არ გვაქვს, ჩემი შვილი მეცხრე სართულზე ეზიდება კანისტრებით წყალს,ასე ცხოვრება შეუძლებელია”, -აღნიშნა ნანი ფეხმოჭრილიშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  სრული გამრიცხველიანების შემდეგ, წყლის მიწოდების ახალი გრაფიკი შეიქმნება და პრობლემა გადაიჭრება.

“პრობლემა გამოწვეულია კლიმატიდან გამომდინარე,სათავე-ნაგებობაზე მკვეთრადაა დაცემული წყლის დებეტი. მოსახლეობასთან ვთანხმდებით,რომ გრაფიკი იყოს მოქნილი და მოხერხებული,რათა დღის განმავლობაში ყველა უბანმა შეძლოს სასმელი წყლის მარაგის აღება,”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა, ზაზა სიხარულიძემ.

კომპანიამ შეკრებილ საზოგადოებას ის განსახორცილებელი გეგმები გააცნო, რაც თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და ასევე, 2021 წლისთვის იგეგმება.

“გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია,რომელიც განახორციელებს სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია,რაც ითვალისწინებს თელავში არსებულ საერთო ბინებში, სისტემების მოწყობას და სრულ გამრიცხველიანებას,”- განმარტა ზაზა სიხარულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები