გიორგი ვაშაძე კონგრესმენების წერილზე: ამას კრიტიკის ქარცეცხლიც არ შემიძლია ვუწოდო

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსილვანიის უნივერსიტეტში, “ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის” დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნება” ვერცერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს ვეღარ ატყუებს.

“ამას კრიტიკის ქარცეცხლიც არ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად ეს არის შოლტი-შოლტზე, რომელსაც ყოველდღიურად იღებს “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი და არა საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე. ვეღარ ატყუებენ ვერცერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, აქამდე ხომ ატყუებდნენ და კიდევ უფრო მთავარი, აქამდე ისინი ყიდდნენ ერთ რამეს, რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს, აშშ-ც და ევროკავშირიც თანხმდება ერთ რამეზე- დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ივანიშვილი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მაიკლ კარპენტერმა “ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კონგრესმენების წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები